საქართველო
შეცვალე სამყარო

გაიგე, რამდენად შეიცვალნენ გოგონები პროექტის განმავლობაში.

მნიშვნელოვანი ცვილებებიც კი მარტივი ნაბიჯებით იწყება. თითოეულ ადამიანს შეუძლია იზრუნოს ბუნებაზე, გააუმჯობესოს ეკოლოგია, ჩაიდინოს კეთილი საქმეები და დაეხმაროს ახლობლებს ოცნებების ახდენაში - ამისათვის სულაც არ არის საჭირო იყო სუპერ-გმირი.

როგორ ჩავერთოთ პროექტში?
  • 1
    გაირე ტესტი. გაიგე რამდენად ეხმარება შენი ცხოვრების სტილი შენნი ჭეშმარიტი სილამაზის გამოვლენას და გაგვიზიარე შედეგები ჰეშტეგით
    #შენინამდვილიზაფხული მონიშნე @oriflame_ge
  • 2
    გამოგვყევი ორიფლეიმის სოციალურ ქსელებში
  • 3
    მთელი ზაფხულის განმავლობაში მიიღე სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები ორიფლეიმის სილამაზის ელჩებისგან
  • 4
    ისიამოვნე ზაფხულით, სილამაზით, ჯანმრთელობით და ნათელი ემოციებით!
#შენინამდვილიზაფხული
შენი შთაგონების ზაფხული
სილამაზე, როგორც ცხოვრების წესი.
გარეგნობის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჰარმონია.
გადადგი ნაბიჯი სამყაროს შესაცვლელად ორიფლეიმთან ერთად!
  • 1
    მიიღე შთაგონება ლაიფჰაკებით და ჩაიდინე კეთილი საქმეები.
  • 2
    გამოგვყევი ოფიციალურ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე
    @oriflame_ge
  • 3
    გააზიარე სიკეთე! გამოაქვეყნე ფოტო, ან მოკლე ვიდეო საკუთარი, ან ახლობელი ადამიანების კეთილი საქმეების შესახებ.
  • 4
    დაურთე პოსტს ჰეშთეგი
    #შეცვალესამყარო მონიშნე @oriflame_ge
ჩაერთეთ 10 დღიან საქველმოქმედო მარათონში! 30 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სოციალურ ქსელებში განთავსებული თითოეული ასეთი პოსტისთვის კომპანია ორიფლეიმი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს 0.50 ლარს! გარდა ამისა დაწყებული 16 ივლისიდან, ზაფხულის ბოლომდე, კვირის საუკეთესო ისტორიებს ჩვენ გამოვაქვეყნებთ ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში. შეცვალე სამყარო უკეთესობისკენ ჩვენთან ერთად!
ისტორიები
შეცვალე სამყარო
TENDERLY PROMISE და ბავშვთა საერთაშორისო ფონდი: ზრუნვა მომავალზე ყველა ბავშვს აქვს ბავშვობის, ბენდიერების და უსაფრთხოების უფლება. კომპანია ორიფლეიმი არის მსოფლიო ბავშვთა ფონდის თანადამფუძნებელი, რომლის მიზანია - დაეხმაროს ბავშვებს რთულ ვითარებაში, რათა უზრუნველყოს მათი ღირსეული მომავალი. ჩვენი არომატის Tenderly Promise თითოეული ფლაკონის გაყიდვიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში. მსგავსმა აქტიურობებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა შეგვეგროვებინა 1 მილიონ ევროზე მეტი და გვეჩვენებინა ყველასთვის, რომ კეთილი საქმეების კეთება მარტივი, ლამაზი და სასიამოვნოა.
პალმის ზეთი: ეკო-ექსპერტების მიერ დამოწმებული სამრეწველო სტანდარტი პალმის ზეთი - მრავალი კოსმეტიკური პროდუქტის უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია. მისი განახლებადი წყაროებიდან მოპოვება ამცირებს ველური ბუნების მიმართ ზიანის მიყენების შანსს და ხელს უწყობს ტროპიკული ტყეების შენარჩუნებას. 2016 წელს კომპანია ორიფლეიმმა მიიღო აღიარების უმაღლესი დონე ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მხრიდან - 9-დან 9 ქულა - პალმის ზეთის შესყიდვისა და გამოყენების პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის. ექსპერტ-ეკოლოგთა მოსაზრებით, ორიფლეიმის პროდუქცია წარმოადგენს კოსმეტიკური ინდუსტრიის ოქროს სტანდარტს.
სასარგებლო ბუნებისგან: მოსინჯე დღესვე
შვედური ხარისხი, ნატურალური ინგრედიენტები, ხელმისაწვდომობა, ეკოლოგიურობა და არაფერი სხვა. ჩვენ დავწიეთ ფასები შენს საყვარელ პროდუქტებზე 20%-მდე, რათა გაჩვენოთ, თუ რისგან შედგება ნამდვილი სილამაზე. შეიძინე უფრო მეტი უფრო ნაკლებ ფასად და ისიამოვნე ნამდვილი ზაფხულით.
ისტორიები
შეცვალე სამყარო
კვირის ისტორია popov.vitalyy Небольшие добрые дела Как часто мы их делаем? И делаем ли вообще? Может мы просто не замечаем? как делаем добро? Как говорится: "На автомате". Мне по кайфу делать, пускай что-то незначительное порой, но все-таки добренькое. Да банально уступить место в транспорте ребёнку или старенькому человеку, который ещё к тому же с целой горой сумок. Счастью человека и удивлению кстати, порой будто нет предела. Одного из лучших друзей приучил всё и всегда выкидывать в мусорку, а не куда-то там, как свинья... Ну честное слово. Сначала он взбесился немного, когда я его проучил и вывалил ему его же мусор на сидушку, но потом он и сам, со стороны, стал обращать внимание на то, как люди мусорят. Читать далее >>
კვირის ისტორია ganciucova პოლიეთილენის საგიჟეთი «იცოდით, რომ ყოველ წამს მსოფლიოში 160 ათასი პოლიეთილენის პარკის გადაგდება ხდება? წარმოუდგენელია, ყოველ წელიწადს ეს მაჩვენებელი ტრილიონამდე ადის. ერთი პარკის გახრწნის პერიოდი კი დაახლოებით 200 წელია. დაუფიქრდით ამ რიცხვებს! ბოლო დროს ვცდილობ არ გამოვიყენო პოლიეთილენის პარკები, უპირატესობას მრავალჯერად ჩანთებს ვანიჭებ, თანაც ვარჩევ სასურველ დიზაინს და სახალისო წარწერებს. ზოგიერთმა ბრენდმა უკვე შეცვალა სტრატეგია და მომხმარებელთა ყურადღებას სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს. მაგალითად, ორიფლეიმის ბრენდირებული პარკები სრულად ბიო-დეგრადირებადია და არ აზიანებს გარემოს.“
კვირის ისტორია lyaysan_online მოხუცი მამაკაცის დახმარება ეს რამდენიმე წლის წინ იყო, თუმცა ვერ ვივიწყებ ამ ისტორიას, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ყოველდღიურად ხდება... შემოდგომის ერთ საღამოს, როდესაც ავტომობილით მივდიოდი, ფარების სინათლეზე დავინახე მოხუცი კაცი, უფრო სწორად მისი თვალები და სახე. არასოდეს დამავიწყდება ეს თვალები, მათში ისეთი იმედი ისახებოდა... მოხუცი 80 წლის იქნებოდა, გამიკვირდა რას უნდა აკეთებდეს ხნიერი კაცი საღამო ხანს ქუჩაში მარტო. როგორც აღმოჩნდა ის დაიკარგა. მე და ჩემი მეგობარი შევჩერდით, მასთან მივედი და დახმარება შევთავაზე. მან მითხრა რომ ახლობლებთან მიდიოდა... ძალიან შესცივდა და გზის გასაგრძელებლად ძალები აღარ ჰყოფნიდა. ხელები გაეყინა. მე ქურთუკი შევუკარი. მას სუფთად და მოწესრიგებულად ეცვა. ვცდილობდი მისთვის ხელები გამეთბო, თან ვარკვევდი მის ვინაობას. გამახსენდა, რომ მოხუცებს ხშირად დააქვთ ტელეფონის წიგნაკები ჯიბით. კითხვის გაგრძელება>>
კვირის ისტორია ev_cherepanova გაუზიარე ღიმილით ფოკუსი ღიმილზე) დღეს ვფიქრობდი, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა - საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. გადავყაროთ ნაგავი ურნაში, დავეხმაროთ მოხუცებულებს გზაზე გადასვლაში, გამოვრთოთ დამტენი მოწყობილობა ქსელიდან როდესაც არ ვიყენებთ და დავზოგოთ ენერგია, გავუღიმოთ გამვლელებს... წარმოიდგინეთ რა კარგი იქნება, თუ მთელი სამყარო გაუღიმებს ერთმანეთს.
კვირის ისტორია thedobroyeutro გონივრული მოხმარება ცოტაოდენი ინფორმაცია ჩვენი გარემოსადმი დამოკიდებულების შესახებ. ჩვენს ყველა გაგებით არანორმალურ დროში, ყველა ადამიანი მის პირად პატარა სამყაროში ცხოვრობს და საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული. ამ დროს ჩვენს თვალწინ სამყარო დიდ სანაგვე ურნას ემსგავსება. ამის მთავარი მიზეზი ვფიქრობ ნივთების არარენტაბელური მოხმარებაა, რაც იყენებს რესურსებს და ბადებს ნარჩენებს. მაგალითად, ყველასათვის და განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ნაცნობი ფრაზა „არაფერი მაქვს ჩასაცმელი!“, რომელსაც ტანისამოსით სავსე კარადის წინ მდგომი გოგონა წარმოთქვამს. თითქოს სასაცილოა, თუმცა... ტანსაცმლის საწარმოებლად საჭიროა ისეთი რესურსები, როგორიცაა: ნაჭერი, ნაჭრის დასამუშავებელი საშუალებები, ელექტროენერგია, საღებავი, პოლიეთილენის შეფუთვა... ეს ნახევარიც კი არაა იმისა, რაც საჭიროა.
კვირის ისტორია dasha_norge ბედნიერი ადამიანები აბედნიერებენ სხვებსაც ზოგჯერ მეჩვენება, რომ სიკეთეს მხოლოდ დიდი ადამიანები ჩადიან. სინამდვილეში ასე არაა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კეთილი ნაბიჯის გადადგმა. ასწავლეთ ბავშვებს და აჩვენეთ თქვენი მაგალითი, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა არ შეიძლება. მიესალმეთ მეეზოვეს, გადაუხადეთ მადლობა სამუშაოსთვის და უსურვეთ წარმატებული დღე. გაუკეთეთ კომპლიმენტი დედას! არ არის აუცილებელი მილიონობით თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა, შეიძლება მინიმალური ყოველთვიური გადახდის წარმოება. ნუ დარჩებით გულგრილნი, მაშინ სამყაროც შეიცვლება. ბედნიერი ადამიანები სხვებსაც აბედნიერებენ.
კვირის ისტორია ირინა - მსახიობი და ბლოგერი ნაგვის დახარისხების საკუთარი გამოცდილების შესახებ „დღეს პირველად დავახარისხე სახლში ნარჩენები. ცოტა ხნის წინ, როდესაც ორიფლეიმის წარმომადგენლებს ახალ კამპანიაზე ვესაუბრებოდი და განვიხილავდით თუ როგორ შეიძლება დავკეტოთ ონკანი კბილების წმენდის დროს, ან გამოვაერთოთ ელექტრო მოწყობილობები დენის წყაროდან როდესაც არ გვჭირდება, მე მაშინ ვთქვი, რომ მსურდა ნარჩენების დახარისხებაც დამეწყო, როგორც უკვე უამრავი ადამიანი აკეთებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. და აი დადგა ამის დროც... დილით გავიღვიძე, დავახარისხე პლასტმასის, საკვების და ქაღალდის ნარჩენები... შემდეგ რა თქმა უნდა დამებადა შეკითხვა, თუ სად წამეღო ეს ყველაფერი, რადგან ქუჩებში ჯერ ისევ არ დგას ცალ-ცალკე კონტეინერები სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის. ამიტომ თქვენ მინდა მოგმართოთ შეკითხვით, ახარისხებთ ნარჩენებს? სად მიგაქვთ შემდეგ ის? რას უშვებით საკვებ ნარჩენებს? მე კი ჩემის მხრივ ვიძლევი პირობას, რომ ამიერიდან დავახარისხებ ნაგავს. თუნდაც ეს იყოს ზღვაში წვეთი, მე მჯერა, რომ თუ ამაზე ვისაუბრებთ და ყველანი გადავდგამთ ნაბიჯებს, ეს წვეთი გადაიქცევა ტბად, ზღვად და ოკეანედ! სამყაროს სილამაზე ხომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! ნაგვის გადაყრაც კი შესაძლებელია ლამაზად!“
იპოვე რუკაზე ორიფლეიმის საზაფხულო ღონისძიებები შენს ქალაქში!
მაკიაჟის უფასო გაკვეთილები თუ პროფესიონალური რჩევები კანის მოვლისთვის? სწორი კვების რეკომენდაციები თუ სასიამოვნო საჩუქარი? მოდი ორიფლეიმის ღონისძიებაზე შენს ქალაქში და მიიღე ეს ყველაფერი ერთად!
ბიუთი სიახლეები:
გაეცანი ბლოგს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
რატომ არის საკუთარი საქმე მომგებიანი? ბევრი ოცნებობს საკუთარი საქმის დაწყებაზე, თუმცა მხოლოდ ერთეულები ბედავენ ამას. თუ შენ პირველთა რიცხვს მიეკუთვნები, მაშინ ჩვენ ვიცით რას გრძნობ. და ვიცით, როგორ შთაგაგონოთ ოცნებისკენ წინსვლისთვის. არ გჯერავს? გაეცანი სტატიას! შეცვალე სამყარო საკუთარი თავის სრულყოფით ჩვენ უკეთესს ვხდით სამყაროს - ეს კი გაცილებით ნაკლებ ძალისმხევას მოითხოვს, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს. შეიტყვე ორიფლეიმის "სიკეთის ესტაფეტის" შესახებ და შემოგვიერთდი. მხოლოდ კარგზე ფიქრი რა არის საჭირო ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად? - პოზიტიური აზროვნება. როგორ უნდა განეწყო პოზიტიურად, თუ ბუნებით პესიმისტი ხარ, ან უბრალოდ წარუმატებელი დღე გაქვს? აგიხსნით ხუთ ნაბიჯში. პარფიუმი და ეფექტურობა ვერაფერი გამოაღვიძებს გრძნობებს ისე, როგორც არომატი. ის გამოგაფხიზლებს, შეგძენს სამუშაო განწყობას, ან დაგეხმარება ამოხსნა რთული ამოცანა. მთავარია სათანადო პარფიუმის შერჩევა. ჩვენ ექვსი ვარიანტი გვაქვს. დავიწყოთ?
#შენინამდვილიზაფხული
იხილე მეტი
;